ინდური სახლის სახელით კიდევ ერთი ინდური კაფე-რესტორანი შეემატა თბილისს.
2 ნოემბერს გლდანში ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-რესტორან "ინდური სახლი"-ს პრეზენტაცია გაიმართა.
საღამოს ინდოეთისა და ინდური კულტურის მოყვარული უამრავი ადამიანი სტუმრობდა.
ინდური ჩაის, ყავისა და ტკბილეულის თანხლებით საღამოზე ინდური ცეკვის ანსამბლმა ლაკშმიმ რამდენიმე საცეკვაო ნომერი წარმოადგინა.
"ინდური სახლი"-ს სტუმრებს ინდურ სამზარეულოსთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ აგრეთვე ქართული კერძებიც დააგემოვნონ. კაფე-რესტორანი ასევე იღებს წინასწარ შეკვეთებს.
სასიამოვნო ინდური მუსიკა,ლამაზი და გემოვნებით მოწყობილი ინტერიერი, უგემრიელესი კერძები, სტუმრებს დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას მისცემს.
Комментариев нет:
Отправить комментарий