თუმცა შეხვედრა ბათუმში ქართველ მოცეკვავეთა შეზღუდული დროის გამო ვერ მოხერხდა და მიუხედავად ელჩის დაპირებისა, რომ თბილისში ჩამოსვლისას აუცილებლად შეხვდებოდა მათ, ქართველი მოცეკვავეები მაინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ამ დაპირების მიმართ.
შეხვედრა შედგა.
თბილისში სტუმრად მყოფი ელჩი შეხვდა ბევრ ადამიანს ვინც საქართველოში ინდური კულტურის პოპულარიზაციითაა დაკავებული და მათ შორის ქ–ნ თამრიკო კურდღელიასაც.
ელჩმა მოისმინა ქ–ნ თამრიკოს სამომავლო გეგმების შესახებ და დახმარებასაც დაპირდა, იმ პირობით რომ ქართველ მოცეკვავეებს სარეპეტიციო დარბაზი უნდა ეპოვათ და რეპეტიციები გაეგრძელებინათ.
ღია ცის ქვეშ მყოფი მოცეკვავეები კომპანია "ინდურმა სახლმა" შეიფარა და სარეპეტიციოდ დარბაზი გამოუყო.
ინდური სახლის ხელმძღვანელი ქ–ნი რუსუდან თოდაძე ყველანაირად მხარში უდგას მოცეკვავეებს.
მზადდება სპეციალურად ელჩის ჩამოსვლასთან დაკავშირებით საკონცერტო პროგრამა, რომელშიც ინდური სიმღერების შემსრულებელი ქართველი მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
პარალელურ რეჟიმში ხდება დარბაზის მოწყობაც ინდური გარემოს შესაქმნელად.
წარმატებებს ვუსურვებ ქართველ ინდური ხელოვნების მოყვარულთ და გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც სხვადასხვა დროს რეპეტიციებისას გადავიღე.
Комментариев нет:
Отправить комментарий