ხუთი შვილის დედას გარკვეული პერიოდით გეგმების გადადება მომიწია, თუმცა...
შორეული მოგზაურობისათვის მზადებამ წამებში გაიარა.
ხანგრძლივი და დამქანცველი მგზავრობის შემდეგ მიწაზე ფეხის დადგმამდე თავი კიდევ ერთ ლამაზ სიზმარში მეგონა.
ჩემს წინ უზარმაზარი მილიონიანი ქალაქი მუმბაი გადაშლილიყო. რეალობამ უცებ მომიყვანა გონს და გადავწყვიტე მთელი ენერგიით ჩავრთულიყავი ახდენილი ოცნების განხორციელებაში. თითქმის ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა, მაგრამ ნანახმა მაინც გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს.
არ ვიცი კიდევ თუ არსებობს ქვეყანა სადაც სიღატაკე და სიმდიდრე ერთმანეთის გვერდით მსგავსად ჰარმონიულად თანაცხოვრობდეს.
მდიდრები და ღარიბები... ღარიბების გვერდით კი ღატაკები.
ადამიანები, რომლებიც მუდმივად შრომობენ და არსებობისათვის დაუღალავად იბძვიან. მომეჩვენა რომ მათთვის უცხო იყო იმედგაცრუება.
ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, რადგან არ ვიცი რამდენად კომპეტენტურად ვმსჯელობ და იმის შესახებ გიამბობთ, რაზეც დანამდვილებით შემიძლია საუბარი
film city
ინდოეთში ყველას, განურჩევლად რწმენისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა ერთი რა აერთიანებს – ეს არის კინო.
ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ თეთრკანიანი გიდი მოგვამაგრა, რამაც ძალიან გამახარა, რადგან ერთადერთი რაც ინდოეთში ჯოჯოხეთად მომეჩვენა დამტვრეული ინგლისურით და საშინელი აქცენტით მოსაუბრე ადამიანები იყვნენ, ამიტომ როდესაც გიდმა გამართული ინგლისურით მომმართა, შვებით ამოვისუნთქე. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ კინო გახლავთ ის, რაც ინდოელების ცხოვრებაში დიდი ხანია დამკვიდრდა როგორც ეროვნული კულტურის ერთ–ერთი კომპონენტი.
ალბათ დამეთანხმებით რომ ინდოეთის და საერთოდ მისი კულტურის გაცნობა ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც სწორედ კინოს მეშვეობით მოხდა.
ბოლივუდს ხშირად ინდურ ჰოლივუდსაც უწოდებენ და ეს შედარება რომ ზუსტია, ამაში საკუთარი თვალით დავრწმუნდი.
მას შემდეგ რაც ჩემმა მასპინძლებმა დარწმუნდნენ რომ ჩემი ინდური ფილმით გატაცება მხოლოდ კინოსეანსზე დასწრებით ვერ შემოიფარგლებოდა, გადაწყვიტეს ეჩვენებინათ ის, რითაც ვფიქრობ რომ მართლაც ღირსეულად ამაყობენ.
კინოსეანსის შემდეგ, რომელიც ტრადიციულად, თურმე ინდოეთის სახელმწიფო ჰიმნით იწყება (ამ დროს ეკრანზე სახელმწიფო დროშა ფრიალებს და მაყურებელი მას ფეხზე დამდგარი ისმენს), პატარა სიურპრიზს დაგვპირდნენ და ვერ წარმოიდგენთ რა განვიცადე, როდესაც მოულოდნელად ე.წ. ბოლივუდის შესასვლელთან აღმოვჩნდი.
ალბათ დამეთანხმებით რომ ინდოეთის და საერთოდ მისი კულტურის გაცნობა ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც სწორედ კინოს მეშვეობით მოხდა.
ბოლივუდს ხშირად ინდურ ჰოლივუდსაც უწოდებენ და ეს შედარება რომ ზუსტია, ამაში საკუთარი თვალით დავრწმუნდი.
მას შემდეგ რაც ჩემმა მასპინძლებმა დარწმუნდნენ რომ ჩემი ინდური ფილმით გატაცება მხოლოდ კინოსეანსზე დასწრებით ვერ შემოიფარგლებოდა, გადაწყვიტეს ეჩვენებინათ ის, რითაც ვფიქრობ რომ მართლაც ღირსეულად ამაყობენ.
კინოსეანსის შემდეგ, რომელიც ტრადიციულად, თურმე ინდოეთის სახელმწიფო ჰიმნით იწყება (ამ დროს ეკრანზე სახელმწიფო დროშა ფრიალებს და მაყურებელი მას ფეხზე დამდგარი ისმენს), პატარა სიურპრიზს დაგვპირდნენ და ვერ წარმოიდგენთ რა განვიცადე, როდესაც მოულოდნელად ე.წ. ბოლივუდის შესასვლელთან აღმოვჩნდი.
დათვალიერება კინოს, ტელევიზიის და მედიის ხელოვნების ინსტიტუტიდან დავიწყეთ, რომელიც კინოქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. ინსტიტუტში საფუძვლიანად შეისწავლება ზემოხსენებული პროფესიები და ამისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე საჭირო ინვენტარით, ისე რომ თეორიის და პრაქტიკის დაუფლება ადგილზევეა შესაძლებელი.
დათვალიერებისას მუსიკალურ ოთახში შევჩერდით. მე ჩემს საყვარელ ინსტრუმენტთან, კლავიშთან დავჯექი და გაოგნებული გიდი რომ დავინახე, ვიფიქრე ზედმეტად გავთამამდი.
თუმცა, შემდგომ გაირკვა რომ გიდი ჩემმა შესაძლებლობებმა გააკვირვა.
აღმოჩნდა რომ ინდოეთში მუსიკალური განათლების მიღება და კლავიშის შესწავლა ძალიან ძვირი ღირს.
წარმოუდგენლად მიმაჩნდა თუმცა ჩვენთვის დრო ინსტიტუტის დირექტორმა, ბ–მა რავი გუფთამაც გამონახა. მასპინძელს "ყოველი შემთხვევისათვის" ხელს გაყოლებული ინგლისურენოვანი "ვეფხისტყაოსანი" ვაჩუქე, რომელიც შემდეგ უკვე საქართველოში ჩამოსულმა ზეპირად მომიყვა (ბ–ნი რავი მოპატიჟებაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა და თბილისშიც იყო სტუმრად).
კინოქალაქმა ჩემზე არნახული შთაბეჭდილება მოახდინა. გადასაღები მოედნები ათეულობით ჰექტრებზეა გადაჭიმული, რომელიც მოიცავს როგორც თანამედროვე დახვეწილი დიზაინის ტერიტორიას, ისე ველურ, ბუნებრივ ჯუნგლებსაც. ჩემი გაოცება ყველაზე მეტად ამ უკანასკნელმა გამოიწვია. მსგავსი მასშტაბის ჯუნგლები, სადაც თავმოყრილია თითქმის ყველა სახეობის ფრინველი და ცხოველი, ნებისმიერი ქვეყნის ზოოპარკს შეშურდებოდა. კინოქალაქის ველური ნაწილი დაცული ატომობილით შემოვიარეთ და ყველაზე ნანატრი მომენტიც დადგა.
გადაღებებში გართულმა მსახიობებმა უცხოელი სტუმრები თავიდან ვერც კი შეგვნიშნეს, მოგვიანებით კი ჩვენთან სამახსოვრო ფოტოების გადაღებაზეც არ უთქვამთ უარი.
მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდი თვალს, თუ როგორ იქმნებოდა უზარმაზარი ქვეყნის "სავიზიტო" პროდუქცია.
ვხედავდი, როგორ აწყობდნენ უმშვენიერეს, თანამედროვე სახლებს და როგორ შლიდნენ გადაღებების შემდეგ. მუშა ფუტკრებივით ირეოდა ხალხი. ადამიანები, რომელთა უმრავლესობა ლუკმა პურისათვის, უმცირესობა კი მილიონებისათვის იბრძოდა.
კინოთეატრები
ყველა სარეკლამო აბრიდან ინდოეთში კინომსახიობი გიღიმით. ახალგაზრდებს საყვარელი კუმირების მსგავსად აცვიათ. კინოთეატრები ინდოეთში შეძლებულებისთვისაც არსებობს და ღარიბებისთვისაც. ბედს არცერთი მათგანი არ უჩივის.
ბოლო სეანსი შუაღამისას მთავრდება, სალაროებთან კი მუდმივად ხალხმრავლობაა.
უკვე აღვნიშნე რომ კინოსეანსი ეროვნული ჰიმნით იწყება.
რაც შეეხება კინოს, ის ინდოეთში ძირითადად სავაჭრო ცენრების ბოლო სართულებზეა განლაგებული.
ეროვნულ კინოპროდუქციაზე შეყვარებული ინდოელები არც უცხოურ ფილმებზე ამბობენ უარს. მაღაზიები კი რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდებათ ადგილობრივის გარდა ჰოლივუდის ნაწარმითაც არის სავსე.
გაგიკვირდებათ მაგრამ ინდოეთში წელიწადში ათასზე მეტი ფილმი იქმნება. ბევრი მათგანი არაფრით ჩამოუვარდება თანამედროვე ჰოლივუდის ნაწარმს და ნამდვილად არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ ბოლივუდი ჰოლივუდის ღირსეული კონკურენტია. ამავე დროს ბოლივუდში გონივრულადაა გათვლილი კინოპროდუქციის გავრცელების მეთოდი და ე.წ. "პირატები" საკმაოდ დიდი თანხით ჯარიმდებიან, რათქმაუნდა თუ გაუმართლებთ და ციხეს დააღწევენ თავს.
იმედია თავი არ შეგაწყინეთ.
ამიხდა ბავშვობის ოცნება მაგრამ მალე მივხვდი რომ ამ ოცნების ახდენამ კიდევ უფრო გამიმძაფრა სურვილი – კიდევ ერთხელ მენახა.
ეს "კიდევ ერთხელ" აღარც კი მახსოვს რამდენჯერ განმეორდა, მაგრამ მე კვლავ ვოცნებობ რომ კიდევ ერთხელ მოვხვდე ქვეყანაში, რომელმაც გადამავიწყა სხვა ყველაფერი.
უახლოეს მომავალში მე ისევ ვესტუმრები ინდოეთს, მაგრამ ამჯერად თანამემამულეებსაც ვეხმარები ოცნებების ახდენაში.
თუ შემომიერთდებით მერწმუნეთ ჩემსავით ინატრებთ "კიდევ ერთხელ"...
რუსუდან თოდაძე
საზოგადოება "ინდური სახლი"–ს ხელმძღვანელი
რუსუდან თოდაძე
საზოგადოება "ინდური სახლი"–ს ხელმძღვანელი
Комментариев нет:
Отправить комментарий