ინდოეთში მოგზაურობის მსურველებმა დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ან მოგვწერეთ მითითებულ იმეილზე

ინდოეთში მოგზაურობის მსურველთათვის

ინდოეთში მოგზაურობის  მსურველთათვის
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ან მოგვწერეთ მითითებულ იმეილზე

воскресенье, 31 октября 2010 г.

ინდური სახლის კიდევ ერთი სიურპრიზი ინდური კინოს მოყვარულებს

მას შემდეგ რაც ბათუმში ინდური საქონლის გამოფენა–გაყიდვის გახსნაზე ინდოეთის ელჩმა ნახა ქართველთა მიერ შესრულებული ინდური კლასიკური ცეკვების საკმაოდ დიდი მოცულობის პროგრამა და შეიტყო რა, რომ ეს პროგრამა ანსამბლის ხელმძღვანელმა თამრიკო კურდღელიამ საკუთარი ძალებით, საკუთარ სახლში მოამზადა, აღფრთოვანებული დარჩა და ქ–ნ თამრიკოსთან შეხვედრის მიზნით ის ოფიციალურ სადილზე მიიწვია.
თუმცა შეხვედრა ბათუმში ქართველ მოცეკვავეთა შეზღუდული დროის გამო ვერ მოხერხდა და მიუხედავად ელჩის დაპირებისა, რომ თბილისში ჩამოსვლისას აუცილებლად შეხვდებოდა მათ, ქართველი მოცეკვავეები მაინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ამ დაპირების მიმართ.
შეხვედრა შედგა.
თბილისში სტუმრად მყოფი ელჩი შეხვდა ბევრ ადამიანს ვინც საქართველოში ინდური კულტურის პოპულარიზაციითაა დაკავებული და მათ შორის ქ–ნ თამრიკო კურდღელიასაც.
ელჩმა მოისმინა ქ–ნ თამრიკოს სამომავლო გეგმების შესახებ და დახმარებასაც დაპირდა, იმ პირობით რომ ქართველ მოცეკვავეებს სარეპეტიციო დარბაზი უნდა ეპოვათ და რეპეტიციები გაეგრძელებინათ.
ღია ცის ქვეშ მყოფი მოცეკვავეები კომპანია "ინდურმა სახლმა" შეიფარა და სარეპეტიციოდ დარბაზი გამოუყო.
ინდური სახლის ხელმძღვანელი ქ–ნი რუსუდან თოდაძე ყველანაირად მხარში უდგას მოცეკვავეებს. "ინდურ სახლის" გარშემო სულ უფროდაუფრო მეტი ინდოეთისა და ინდური ხელოვნების მოყვარული იკრიბება.
მზადდება სპეციალურად ელჩის ჩამოსვლასთან დაკავშირებით საკონცერტო პროგრამა, რომელშიც ინდური სიმღერების შემსრულებელი ქართველი მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

პარალელურ რეჟიმში ხდება დარბაზის მოწყობაც ინდური გარემოს შესაქმნელად.
წარმატებებს ვუსურვებ ქართველ ინდური ხელოვნების მოყვარულთ და გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც სხვადასხვა დროს რეპეტიციებისას გადავიღე.

საერთაშორისო ფესტივალი კარავში და ქართველების მიერ წარმოდგენილი ინდური კლასიკური ცეკვები

სართაშორისო ფესტივალი კარავში სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის (საქართველოს, შვედეთის, ესტონეთის და სხვ.) ცეკვისა და სიმღერის კოლექტივებმა თუ ცალკეულმა შემსრულებლებმა.
საქართველოდან ამ ფესტივალში მონაწილეობდა ქართული ქორეოგრაფიული ჯგუფები და სიმღერის ანსამბლები, პარკერის ჯგუფები.
საინტერესო იყო ის ფაქტი რომ ფესტივალზე ქართველი მოცეკვავეების მიერ ინდური ცეკვებიც იყო წარმოდგენილი.
კომპანია "ინდურ სახლთან" არსებულმა ინდური ცეკვის ანსამბლმა თამრიკო კურდღელიას ხელმძღვანელობით რამდენიმე ინდური კლასიკური ცეკვა წარმოადგინა და როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

пятница, 29 октября 2010 г.

კომპანია "Bollartgeorgia"–ს პრეზენტაცია კ/თ ახმეტელში

ინდური კინოს მოყვარულთა დიდმა ნაწილმა, ვინც თვალს მუდმივად ადევნებს საქართველოში და კერძოდ თბილისში მიმდინარე მოვლენებს ინდოეთთან და კერძოდ ინდურ კინოსთან დაკავშირებით, იცის რომ რამდენიმე წლის წინ დაარსდა კომპანია "Bollartgeorgia", რომელიც საქართველო–ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა ცენტრს წარმოადგენდა.
კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ დავით ბეჟიტაშვილი და რუსუდან თოდაძე.
პრეზენტაცია გაიმართა კ/თ ახმეტელში, 2008 წლის 3 მაისს საინტერესო პროგრამით.

მოგზაურობა მესამე

ბოლივუდში